”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის საბავშვო ბაღებში სასმელი წყალი შემოწმდა

wyaliახალციხისც #1, #4 და #6 საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებმა, სასმელი წყლის შემოწმების მოთხოვნით, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრს მიმართეს.

მიმდინარე წლის 9 თებერვალს ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის თანამშრომლებმა წყლის ნიმუშები სამივე ბაღში აიღეს და მიკრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრების შესამოწმებლად ლაბორატორიაში ჩააბარეს.

ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან მიღებული შედეგების მიხედვით, ყველა ნიმუშის პარამეტრები ნორმებს შეესაბამება. შედეგების შესახებ ეცნობა ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე