”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საპროტესტო აქცია გამგეობასთან – ზიკილიელები გასხვისებული საძოვრის დაბრუნებას მოითხოვენ

საპროტესტო აქცია ადმინისტრაციულ შენობასთან.  ზიკილიელებმა მათი საძოვრის გასხვისება გააპროტესტეს. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ჰექტარნახევარი საძოვარი და ერთადერთი გზა, რომლითაც ფერმერებს პირუტყვი წყლის დასალევად, მდინარეზე მიჰყავდათ, მუგარეთში მცხოვრებმა ფერმერმა იჯარით აიღო და ღამით, მოსახლეობის ჩუმად დაამუშავა.

სოფელში 120 ოჯახი ცხოვრობს, მათ 500–მდე მსხვილფეხა პირუტყვი ჰყავთ. ზიკილიელები ირწმუნებიან, რომ ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. აღნიშნული მიწის ფართობი არასოდეს დახნულა და მას ყოველთვის საძოვრად და პირუტყვის მდინარემდე ჩასაყვანად იყენებდნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ნაკვეთი აუქციონზე გასულ წელსაც იყო გატანილი, მაგრამ სოფლის მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, არ გასხვისდა.

აქციის დროს, ზიკილიელებმა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეხვედრა მოითხოვეს. ზაზა მელიქიძე მათ საკითხში გარკვევასა და ალტერნატიული ფართის მოძებნაში დახმარებას დაპირდა.

საჯარო რეესტრის ამონაწერში, მეიჯარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა. აქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ ჩადუნელმა, სოფელ ზიკილიაში13258 კვმ სასოფლო, სახნავი მიწის ნაკვეთი, 2 თებერვალს დაირეგისტრირა. მიწის დროებითი მეპატრონის მამა, გოგა ჩადუნელი, ,,მე–9 არხთან“ სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული ფართობი იჯარით, 15 წლის ვადით გადაეცათ. ამისთვის მათ ყოველწლიურად, სახელმწიფოსთვის 2 000 ლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე