”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ აგროვებდნენ ხელმოწერებს ახალციხის ციხის თანამშრომლები?

,,ახალციხის ციხის” თანამშრომლები, დირექტორად, მოვალეობის შემსრულებლის, ილია სიდამონიძის დანიშვნას ითხოვენ. ამ მიზეზით, ადმინისტრაციაში ხელმოწერებიც შეგროვდა და როგორც კომპლექსში ამბობენ, ახალციხის მერსაც მიუტანეს.  ციხის  ადმინისტრაცის თანამშრომლები ამბობენ, რომ აღარ სურთ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ჰყავდეთ, ამიტომ მათი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ  გადაწყვეტილება დროულად და სიდამონიძის სასარგებლოდ უნდა მიიღოს.

ხელმოწერების შეგროვებასთან დაკავშირებით, „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა „მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა ილია სიდამონიძემ პირდ საუბარში აღნიშნა, რომ თანამშრომლებს მისი დანიშვნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვების იდეა ადრეც  ჰქონდათ, თუმცა მან გადააფიქრებინა. ილია სიდამონიძის, ციხის დირექტორად დანიშვნას ხელი ციხის 65 თანამშრომლიდან 55–მა მოაწერა. 10 მათგანი კი ამბობს, რომ ეს  პირველად  „მეცხრე არხისგან“ გაიგეს და ხელმოწერების არსებობის შესახებ, აქამდე  ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ახალციხის მერი ირწმუნება, რომ ილია სიდამონიძის ციხის დიტრექტორად დანიშვნაზე, ხელმოწერები აღმასრულებელ ორგანოში  არ შესულა. გიორგი კოპაძე საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, იგი ვერც იმაზე საუბრობს, გაითვალისწინებს თუ არა ისტორიული კომპლექსის თანამშრომლების მოთხოვნას, იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერები მერიამდე მიაღწევს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე