”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მედიკოსებმა, გომაროში დამწვარი მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ შეძლეს

2014121016403315082.pngადიგენის სოფელ გომაროში მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი მცირეწლოვანის გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს.  ნუგზარ ანთიძის შვილიშვილი 6 თებერვალს, დილით გარდაიცვალა. ბავშვი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში, მეოთხე ხარისხის დამწვრობით, 2 თებერვლიდან იმყოფებოდა.

ხანძარი გომაროში 2 თებერვალს დილის საათებში მოხდა. დამწვარია ანთიძეების საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ხანძრის დროს, გარდაცვლილის დედა მცირეწლოვანთან ერთად, ანთიძეებთან სტუმრად იმყოფებოდა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე