ახალციხეში „რუსთავი ორის“ პროექტის „X ფაქტორის“ პრე–კასტინგი ჩატარდა. სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდები რაბათში, ახალციხის ციხეზე, ამჯერად პროექტის პროდიუსერებისა და ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ, რომლებმაც მონაწილეთა მიერ შესრულებული ნომრები ვიდეოზე ჩაიწერეს. მათი შერჩევა თებერვლის ბოლომდე მოხდება, დადებითი პასუხის შემთხვევაში მონაწილეებს დაუკავშირდებიან. ამის შემდეგ ისინი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ჟიურის წინაშე წარსდგებიან. „X ფაქტორის“ მონაწილეთა შესარჩევი კასტინგი 6 თებერვალს ახალციხესა და გორში გაიმართა. შვიდ თებერვალს კი სიმღერის ნიჭით დაჯილდოებულებს თელავსა და ლაგოდეხში შეარჩევენ.