რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასაფინანსებლად 165 მილიონი ლარი გამოიყოფა. წელს ქვეყნის მასშტაბით, ძირითადად, სასმელი წყლის სისტემები და საავტომობილო გზები მოწესრიგდება, კეთილმოეწყობა საბავშვო ბაღები, სპორტული და კულტურული დაწესებულებები.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, რეგიონებში პროექტების დასაფინანსებელი თანხები წლის ბოლომდე კიდევ გაიზრდება. პროექტების მუნიციპალიტეტების წინადადებების საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ შეირჩა.
You must be logged in to post a comment.