”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გომაროში, ხანძრით დაზარალებულ ოჯახს, ადიგენის გამგეობა დაეხმარება

12662520_1047487348673009_4722752428498477665_n.jpgსოფელ გომაროში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ადიგენის გამგეობა დაეხმარება. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ანთაძეებს საშენ მასალას გამოუყოფს.

ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და მოადგილე მინდია ჯელია, დაზარალებულებს პირადად შეხვდნენ და მათ თანადგომა გამოუცხადეს.

ხანძარის შედეგად, ნუგზარ ანთიძის წლინახევრის შვილიშვილი დაიწვა. შემთხვევა ორ თებერვალს დილის საათებში მოხდა. მცირეწლოვანი თბილისის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. მას მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე