”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ურავლის ხეობის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება

energooურაველის ხეობის დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდება. “ენერგო–პრო ჯორჯიას” სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ეს ავარიული გამორთვაა და კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოფხვრისთვის უკვე მუშაობენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ძლიერმა ქარმა განაპირობა. თანამშრომლები, ხეობაში არსებული სოფლების ტრანსფორმატორებს სათითაოდ ამოწმებენ.  ჯერჯერობით ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზს ვერ მიაკვლიეს.

“ენერგო–პრო ჯორჯიაში” ვერ  აკონკრერტებენ, როდის აღუდგება დენის მიწოდება ურავლის ხეობის დასახლებებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე