”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მაღალმთიან რეგიონებში?

12651150_1022537007784612_7775994900587882942_n.pngსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მაღალმთიანი რეგიონებისთვის არსებული საგადასახადო შეღავათების შესახებ იფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შეღავათები მოქმედებს, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისთვის.

მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე შემდეგი შეღავათები იმოქმედებს:

• მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;

• მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისაგან.

შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება.

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები – განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

რაც შეეხება მეწარმე სუბიექტებს, მეწარმეები, რომელთაც გააჩნიათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, 10 წლის ვადით თავისუფლდებიან:

• მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
• მიწაზე ქონების გადასახადისგან.

შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვება.

მეწარმე სუბიექტი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

1 comments on “რა საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ მაღალმთიან რეგიონებში?

  1. მაღალმთიან რეგიონში არასწორია, შეღავაღები ვრცელდება იმათზე ვინც კონკრეტულ ერთ მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობს მაგალითად ვალეში და ამავე მაღალმთიანში მუშაობს და ამავე მაღალმთიან დასახლებაში ესე იგი ვალეში აქვს მიწის ნაკვეთები. საგადასახადო კოდექსი 82 მუხლი ნახეთ.

    Like

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 02/02/2016 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე