იმ სკოლებში, სადაც ამჟამად, გრიპის ვირუსის გამო, სწავლა შეჩერებულია, პირველი თებერვლიდან სწავლა განახლდება – ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების მინისტრის მოადგილემ განუცხადა.
ლია გიგაურმა იმედი გამოთქვა, რომ სასწავლო დაწესებულებებში არსებული სიტუაცია დროულად გამოსწორდება.
“ყველა იმ სკოლაში სადაც ამჟამად სწავლის პროცესი შეჩერებულია, სწავლა პირველი თებერვლიდან განახლდება. სკოლებში ადგილზე გასვლას, დასწრებისა და რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგს კვლავაც გავაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ იქნება დამატებითი რისკები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით დამატებით გადაწყვეტილებებს მივიღებთ” – განაცხადა ლია გიგაურმა.
ამ დროისათვის, სამცხე–ჯავახეთში, სასწავლო პროცესი 49 სკოლაშია შეჩერებული.
You must be logged in to post a comment.