ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ფოტოხაფანგმა ფოცხვერი თოვლში სეირნობისას გადაიღო – ამის ფოტოამსახველ მასალას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
ფოცხვერი კატის გვარის ძუძუმწოვარი ცხოველია. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ, შუა და ნაწილობრივ წინა აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.
ბინადრობს როგორც მთის, ისე ვაკის უღრან ტყეებში, ზოგჯერ იჭრება ტყე-ველში. იკვებება ძუძუმწოვრებით და ფრინველებით. აქტიურობს ღამით. შობს 2-3 ბოკვერს. ფოცხვერის ქვესახეობებიდან საქართველოში გვხვდება კავკასიური და ჩვეულებრივი ფოცხვერი.
You must be logged in to post a comment.