ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში საცხოვრებელი იწვის. გამგეობის წარმომადგენლის ნუგზარ კარკაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მკვიდრის გოჩა ბორჩაშვილის სახლის ერთი ოთახი დაიწვა. საცხოვრებელი, ძირითადად, ხის კონსტრუქციას წარმოადგენდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადიგენისა და ახალციხის სახანძრო სამაშველო სამსახურების ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამ დროისათვის ვერ აკონკრეტებენ.
შემთხვევის დროს სახლში ბორჩაშვილების ოჯახის არცერთი წევრი იმყოფებოდა. ცეცხლი საცხოვრებელს დილის საათებში გაუჩნდა.
You must be logged in to post a comment.