”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიამ, სათნოების სახლში დარღვევების აღმოსაფხვრელად, ვადის გახანგრძლივება მოითხოვა

ახალციხის მერია, სათნოების სახლში, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების მოწესრიგებისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიცემულ ვადებში ვერ ჩაეტია. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, დროის გადაწევა მესამედ მოითხოვა.

თვითმმართველობის ორგანოს განცხადების მიხედვით, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებისთვის დრო 15 მარტამდე სჭირდებათ. მერის მოადგილის თქმით, ტენდერი იანვრის ბოლომდე აუცილებლად გამოცხადდება. ზაზა გელაძე ზუსტ თანხას ვერ ასახელებს, რაც სათნოების სახლში, პრობლემების აღმოფხვრას დასჭირდება. თუმცა აღნიშნავს, რომ ტენდერი სავარაუდოდ, 32 ათასი ლარის ფარგლებში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალციხის სათნოების სახლში, ,,მე-9 არხის” ინფორმაციის საფუძველზე შევიდა. დაწესებულებაში, სადაც შეჭირვებულები იკვებებიან, დარღვევები აღმოაჩინა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე