გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.
ბორჯომის რაიონის სოფელ ჭობისხევში, სოფელ ყვიბისის ტყისბუდესა და სოფელ მზეთამზეში ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორები.
სამართალდამრღვევების ვინაობა ამ ეტაპზე დაუდგენელია.
You must be logged in to post a comment.