”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შს მინისტრმა რეგიონების დეპარტამენტების დირექტორებს პირველი მოადგილე წარუდგინა

12507355_747787368656598_6958919561787040252_n.jpgშინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებს შეხვდა და პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინდორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა, მოადგილესთან ერთად, რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ანგარიში ჩაიბარა.

გიორგი მღებრიშვილმა პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და დეპარტამენტების უფროსებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

12573807_747787398656595_6907330050461733034_n.jpgროგორც ბესიკ ამირანაშვილმა თავის პირველ სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების უფროსებთან კოორდინირებული მუშაობა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი სტრატეგიის შემუშავება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე