”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში უბედურ შემთხვევას, დამსვენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა

330500ბაკურიანში უბედურ შემთხვევას, დამსვენებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა კურორტზე 9 იანვარს მოხდა.  ახალგაზრდა ცოლ–ქმარი „ბურანით“ სეირნობის დროს დაშავდნენ.

დაშავებული ბორჯომის “ჯეო–ჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  ახალგაზრდა ქალს თავის ტვინის ტრავმა აღენიშნებოდა. მოგვიანებით, მდგომარეობის გართულების გამო, ის თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. იგი 13 იანვარს გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

წყარო: ტელეკომპანია ,,ბორჯომი”

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე