საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს. მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი OPIDOL-ი აღმოაჩინეს.
ასევე, ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM – 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE-აბი აღმოაჩინეს.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
You must be logged in to post a comment.