”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბაკურიანში, ყინულის ფესტივალზე ქანდაკებებს ვეტერანები წარადგენენ

12512712_533595156818229_4328323980608235570_n.jpgყინულის ქანდაკებების ფესტივალის 12 წლიან ტრადიციას წელს ვეტერანები აგრძელებენ. 15 მონაწილე საზოგადოებას „მშვიდობის“ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს წარუდგენს.

ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი მიზნად, მომავალი თაობისთვის ვეტერანების საქმიანობის გაცნობას ისახავს.

ღონისძიებას ორგანიზებას წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უწევს.

„ მნიშვნელოვანია და სიმბოლურია ის, რომ ქვეყნის ტეროტორიული მთლიანობისთვის მებრძოლები შექმნიან ქანდაკებებს მშვიდობის თემაზე. საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები – ვეტერანები,რომლებიც ყოველთვის მზად არიან სამშობლო საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვან, ასევე არიან ბრწყინვალე ხელოვანები: მხატვრები, ფერწერები, მოქანდაკეები – განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა.

ფესტივალი ბაკურიანში 6 იანვარს გაიხსნა და მისი დახურვა საღამოს 19:00 საათზე კონცერტითა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებით მოხდება. მონაწილეებს პრიზებსა და სიგელებს ირაკლი შიხიაშვილი გადასცემს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე