”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში დაკავებულ ექვს პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ადიგენში  დაკავებულ ექვს პირს, აღმკვეთ ღონისძიებად, ორ თვიანი პატიმრობა, ერთს კი – გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბესიკ აფრიამაშვილს, მამუკა გუტაშვილს, გია ჩილინგარაშვილს, ბორის აფრიამაშვილსა და ალექსანდრე ჩილინგარაშვილს ბრალად ყალბი დოკუმენტების გამოყენება ედებათ, მამუკა მათოშვილსა და ელენე ტეფნაძეს კი აღნიშნული დოკუმენტების დამზადება.

ფაქტთან დაკავშვირებით, დღეს, 13 იანვარს, ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომა გაიმართა. პროკურორ თამარ ზურაბაშვილის განმარტებით, ბრალდებულები, 2015 წელს, სხვადასხვა პერიოდში, სოციალური ჭრის წესით ხე–ტყეს  მოიპოვებდნენ და შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ყიდდნენ. რეალიზაციისათვის საჭირო დოკუმენტებს არაკანონიერი გზით მამუკა მათოშვილი და მისი მეუღლე ელენე ტეფნაძე ამზადებდნენ.

აღნიშნული ქმედებისათვის, ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო ჯგუფმა 7–ვე ბრალდებული 11 იანვარს დააკავა. თუმცა სოციალური მდგომარეობის გამო, 12 იანვარს  პატიმრობიდან გათავისუფლდა ელენე ტეფნაძე.

7–ვე ბრალდებულის უფლებებს ადვოკატი ნოდარ აკოფაშვილი იცავს. როგორც მან პროცესზე განმარტა, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თამარ ზურაბაშვილმა ექვსივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ელენე ტეფნაძისათვის კი გირაო 10 000 ლარის ოდენობით. დაცვის მხარემ,  მოსამართლესთან შუმადგომლობა თანხასთან დაკავშირებით  დააყენა. ნოდარ აკოფაშვილმა წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლება ითხოვა.

საბოლოო გადაწყვეტილება, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა გამოიტანა, რომლის მიხედვითაც, ექვსი ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დარჩა, ხოლო ქალბატონი გირაოს 10 000 ლარის საფუძველზე გათავისუფლდა.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით ედებათ.

წინა სასამართლო სხდომა 2 მარტს, 12 საათზე ჩაინიშნა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე