”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

7 დაკავებულიდან ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

dakaveba.jpg

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დაკავებული შვიდი მოქალაქდან ერთ–ერთი მათგანი თავისუფალია. მისი ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, ფაქტი ადიგენის სატყეო სამსახურში მოხდა. მისივე თქმით, აღკვეთის შეფარდება 13 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოხდება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, 7 მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაცემები მასალის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესახებ, რის შემდეგაც, აღნიშნული ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით ახორციელებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე – ტყის მასალის ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული მეწარმე სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე