გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში უკანონოდ მოპოვებული 24 ერთეული მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.
გარდა ამისა, სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის სოფელ კორტანეთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის დამხმარე სათავსოში აღმოაჩინეს უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო .
და ასევე მოპოვებული მრგვალი მორიც.
მოხდა სახერხი საამქროს დემონტაჟი, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
You must be logged in to post a comment.