იარაღის უკანონო შეძენა–შენახვაში მსჯავრდებულს გიორგი კაპანაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა ორი წლით შეუმცირა. აღნიშნული განაჩენი სასამართლომ დღეს, 12 იანვარს გამოიტანა.
განაჩენის უზენაესში გასაჩივრებას გეგმავს მსჯავრდებულის ადვოკატი. ირაკლი ბარძიმაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის მოხსნას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის, გიორგი კაპანაძე დამნაშავედ ცნო და 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი კაპანაძე, ორ მეგობართან ერთად, 2014 წლის 23 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისში დააკავეს. თუმცა მისი ორვე მეგობარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს. კაპანაძეს კი ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს.
You must be logged in to post a comment.