მაშველებმა ბაკურიანში, დიდველის გზაზე, 9 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე ორი მოქალაქე იპოვეს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფიო კობაიძე ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. კობაიძე აცხადებს, რომ ორ მოქალაქეს, რომელსაც გზა ნისლში აებნათ, მაგთის ოფისის თანამშრომლები იყვნენ. დაკარგულებმა დასახმარებლად 112-ზე დარეკეს და სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა.
სოფიო კობაიძე: “ერთი საათის წინ მაშველებმა ორი გზააბნეული მოქალაქე იპოვეს ბაკურიანში, დიდველზე ჩამოწოლილ ნისლში გზა აბნეოდათ”…
წყარო:ტელეკომპანია “ბორჯომი”
You must be logged in to post a comment.