”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე, ქულათა ზღვარი შემცირდა

საჯარო მოხელეთა კონკურსის მეორე ეტაპზე  ქულათა ზღვარი შემცირდა და 60–ის ნაცვლად 55% –იანი ბარიერი დაწესდა  – აღნიშნულის შესახებ ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა. ცვლილება შეხო ყველა სამსახურს, საკრებულოს აპარატისა და იურიდიული სამსახურის გარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თამარ გოგინაშვილის  განმარტებით, 2015 წლის 29  იანვრის დადგენილებაში ცვლილების შეტანა პრაქტიკიდან გამომდინარე გადაწყდა.

ცვლილებას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

საკრებულოში ეს 2016 წლის პირველი სხდომა იყო. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე