”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში, 60 კურსდამთავრებულს ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცა

ახალციხის რესურსცენტრმა, მუნიციპალიტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით დააჯილდოვა. განათლების სამინისტროსაგან ჯილდო საჯარო და კერძო სკოლების 60-მა ახალგაზრდამ მიიღო.

მედლების გადაცემის ცერმონიაში მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელი პირებიც ჩაერთვნენ.

როგორც „მეცხრე არხთან“ ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი განმარტავს, განათლების სამინისტროს მიზანს, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, მათი აკადემიური მოსწრების წახალისება და საუკეთესოების წარმოჩენა წარმოადგენს. ხათუნა ხმალაძის თქმით, მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, ეროვნული სასწავლო გეგმით რეგულირდება.

2014–2015 სასწავლო წლის წარჩინებული სკოლადამთავრებულებისათვის ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა, სადაც სახელისა და გვარის გარდა, შესაბამისი წელია მითითებული.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE