”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე სამცხე–ჯავახეთში

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების – ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრაობა შემდეგ მიმართულებებზე აიკრძალა: როდიონოვკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ერთ–ერთ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ანალოგიური მდგომარეობაა სომხეთის საზღვართან, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე. ასევე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის მონაკვეთზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, გზის გაწმენდით სამუშაოებს, საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე