”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო

ახალციხეში მესხეთის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი ყოფილი სკოლა–ინტერნატის შენობას მოედო,  როგორც ადგილობრივებმა “მეცხრე არხს“ განუცხადეს, ხანძარი ანთებული ღუმლისგან გაჩნდა.

შემთხვევის დროს ოთახში ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა,  რომელმაც ფეხზე დამწვრობა მიიღო. ადგილობრივების თქმით,  სასაწრაფო დახმარების ბრიგადა გვიან მივიდა, ამიტომ ახალგაზრდა,  სამედიცინო დაწესებულებაში, საპატრულო ეკიპაჟმა გადაიყვანა.

როგორც, ადგილზე განგვიმარტეს, შენობაში არავინ ცხოვრობს. აქ  მხოლოდ მუშები არიან, რომლებიც ოთახს  გასათბობად იყენებენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადაც, რომელმაც„მეცხრე არხთან“ კომენტარი არ გააკეთა. კომენტარზე უარი განაცხადეს მუშებმაც.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 04/01/2016 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე