ახალციხის ცენტრალურ პარკში პატარებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მაყურებლის წინაშე თოვლის ბაბუა, ფიფქია და სხვადასხვა ზღაპრის გმირები წარსდგნენ. მათ პატარებს დამდეგი შობა– ახალი წელი მიულოცეს და მათ გამხიარულებას შეეცადნენ.
დასასრულს 500–მდე ბავშვს საახალწლო საჩუქრები გადაეცა.
ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მერიამ გაუწია. ბავშვების საჩუქრებისთვის 277 ლარი, საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის მორთულობებისთვის გამოცხადებული ტენდერის თანხის ფარგლებში დაიხარჯა.