ფქვილი, შაქარი, ზეთი, წიწიბურა, ბრინჯი და სხვა – იძულებით გადაადგილებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალციხის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა წინასაახალწლოდ სასურსათე პაკეტი გადასცეს.
მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პირებს მსგავსი სახის დახმარებას წელიწადში ორჯერ, სააღდგომოდ და საახალწლოდ უწევს.
აღნიშნულის გარდა, თანამშრომლები სოფელ წინუბანში მცხოვრებ თამილა გიორგაძესაც დაეხმარნენ. საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებმა საკუთარი ხარჯებით მისთვის პურის საცხობი, მადუღარა და საახალწლო ტკბილეული შეიძინეს. მარტოხელა ქალბატონს გამგეობისაგან გადაეცა ასევე სასურსათე პაკეტიც.