ქალაქ ახალციხეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს წინასაახალწლოდ მერიის თანამშრომლები ესტუმრნენ. მათ ოჯახის პატარა წევრებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. თოვლის ბაბუისა და ფიფქიას კოსტიუმებში გადაცმულმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ბავშვებს საჩუქრად ის სათამაშოები მიუტანეს, რომლებიც მათ თოვლის ბაბუას წერილიში მისწერეს.
აღნიშულისათვის მერიის თანამშრომლებმა დაახლოებით 40 ოჯახისათვის თანხა საკუთარი ხელფასიდან შეაგროვეს. სასაჩუქრე პაკეტი მათ 3 000 ლარის ფარგლებში შეიძინეს. მათი თქმით, მსგავს აქტივობას მერია საშობაოდაც გეგმავს.