”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

2016 წელს აბასთუმანში 13 მილიონიანი პროექტი განხორციელდება – გიორგი კვირიკაშვილი

giorgikvirikashvilii-cr-739x428.jpg2016 წლის განმავლობაში აბასთუმანში დაგეგმილია 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირკაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავდნენ. გიორგი კვირკაშვილმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, აბასთუმანი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტი საქართველოში.

“2016 წლის განმავლობაში დაგეგმილია 13 მილიონი ლარის პროექტის განხორციელება ამ კურორტში. ასევე დაიწყება გენერალური გეგმის მომზადება თანამედროვე სტანდარტებით, რათა ყველა ის საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კურორტს უნდა გააჩნდეს, გათვალისწინებული იქნას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

1 comments on “2016 წელს აბასთუმანში 13 მილიონიანი პროექტი განხორციელდება – გიორგი კვირიკაშვილი

  1. Sergey Danik
    31/12/2015

    რა ვქნა ჩემი ხარჯებით აგიწყოთ ერთი ნორმალური ვებ გვერდი? იყიდეთ დომენი და ისევ ვორდპრესის ძრავი აიღეთ და გააკეთეთ ნორმალური საიტი. ეს ქვე დომენი ტელეკომპანიისთვის ცოტა ნიტოა

    Like

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე