არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირში“ პროექტის „ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ახალციხის მერის მოადგილე და ორგანიზაციასთან არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები დაესწრენენ.
როგორც პროექტის კოორდინატორი განმარტავს, კვლევები არსებული პრობლემების შესახებ, ქალაქში და ახალციხის სოფლებში ჩატარდა. ჯაბა ნათენაძის თქმით, ძირითადად, დასაქმების, კომუნალური და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული პრობლემები გამოიკვეთა.
ახალგაზრდები აღნიშნულის შესახებ ახალციხის მერის მოადგილეს ესაუბრნენ და პრობლების გადაჭრის გზებზეც ისაუბრეს.
ახალგაზრდები წერილობითი სახით, რეკომენდაციების გაგზავნას ქალაქის მერიასა და გამგეობაშიც გეგმავენ.
პროექტის ფარგლებში 1000 რესპონდენტი გამოიკითხა, რომელთა ასაკიც 18 წელს ზევით იყო.
კვლევა ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.