ვალეში ავტოსაგზაო შემთხვევისას გაზის გაყვანილობა დაზიანდა. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, შემთხვევა დღეს 25 დეკემბერს მოხდა. მსუბუქი მარკის ავტომობილი, ბუნებრივი აირის გაყვანილობას შეეჯახა.
დაზიანებულია ავტომანქანა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას, გაზის მილების დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დამონტაჟებული ბოძები ხშირად ზიანდება. ვალელების თქმით, სანამ ქალაქს ბუნებრივ აირს ჩაურთავენ, გაყვანილობა თავიდან დასამონტაჟებელი გახდება.
ფოტომასალა “მეცხრე არხს” ვალის მკვიდრმა ნიკოლოზ ხიზაძემ მიაწოდა.

You must be logged in to post a comment.