”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის სამხატვრო სკოლაში, ახალი წლის თემაზე, გამოფენა გაიმართა

ფერწერა, გრაფიკა,  კომპოზიცია, კერამიკა, ვიტრაჟი, მინაზე და თიხაზე შესრულებული ნამუშევრები –  ახალციხის სამხატვრო სკოლაში საახალწლო თემაზე  სემესტრული გამოფენა გაიმართა.

ღონისძიება სამხატვრო სკოლის დირექტორის ინიციატივით მოეწყო.  მასში მონაწილეობა  220 მოსწავლიდან 50-მა მათგანმა მიიღო. ნანა ნათენაძის თქმით, სრული ნამუშევრების ჩვენება, დარბაზის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა.

სამხატვრო სკოლა  კიდევ ოთხი გამოფენის გამართვას გეგმავს სასწავლო წლის მეორე სემესტრში, გარდა ამისა,  დაგეგმილია სადიპლომო ნამუშევრების ჩვენებაც.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე