”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში კლიმატის ცვლილებებისა და ენერგოეფექტურობის თემა განიხილეს

კლიმატის ცვლილებები და ენერგოეფექტურობა – ეს თემა ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და პროექტის ავტორებმა, ახალგაზრდებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად განიხილეს. შეხვედრაზე იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას.

პროექტის ფარგლებში, ავტორებმა შეიძინეს ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია იმის დადგენა, თუ საიდან და რამდენი პროცენტით იკარგება ტემპერატურა შენობიდან. ორგანიზატორები, ადგილობრივ თვითმმართველობას სთავაზობენ, რომ აღნიშნული ხელსაწყო პრაქტიკაში, მათაც გამოიყენონ.

ენერგოეფექტურობის საკითხი ქალაქ ახალციხის ერთ–ერთი პრიორიტეტია.
პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. მ

ის ფარგლებში, თითოეული სახლის ენერგოაუდიტის ჩატარებაა დაგეგმილი. ინფორმაციის გავრცელების მიზნით, იგეგმება ბროშურების დაბეჭდვა და მოსახლეობაში გავრცელება.

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE