”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

“სიტყვიერი შელაპარაკება ყველა ადამიანს შორის ხდება” – გიორგი კოპაძე ახალციხის ციხის თემაზე

,,ნუ აჟიტირებთ ამ თემით“ – ასე უპასუხა ქალაქის მერმა ,,მე–9 არხის“ ჟურნალისტის მიერ, ახალციხის ციხის დირექტორის კაბინეტში მომხდარი ინციდენტის თაობაზე დასმულ კითხვას. გიორგი კოპაძემ, თავდაპირველად, ილია სიდამონიძესა და გიგი რუხაძეს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, შემდეგ კი რამდენიმე კითხვას მოკლედ უპასუხა.

კოპაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მედიიდან შეიტყო და მომხდარზე გიგი რუხაძესთან, რომელიც მისი ყოფილი მძღოლია, არ უსაუბრია.

ქალაქის მერი უარყოფს ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილის ნათქვამსაც. მისი თქმით, გიდების პრემიების საკითხი, რასაც გიგი რუხაძისა და ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დაპირისპირება მოჰყვა, მერიაში არ განხილულა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე