სოფელ ადიგენის მკვიდრი 65 წლის ვლადიმერ ინასარიძე ფუტკრის 80 ოჯახს უვლის. დამსახურებულმა მეფუტკრემ ორი თვის წინ ფერმერული გაერთიანება „კოოპერატივი მთისა“ ჩამოაყალიბა და ცდილობს რეალიზაციის პრობლემა ამ გზით გადაჭრას. მან საქმიანობა ფუტკრის 20 ოჯახით დაიწყო და მისი მოვლა–პატრონობა სასიამოვნო პროცესად აქცია.