”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერმა პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და ახალგაზრდა ათლეტები დააჯილდოვა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე და საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე კობა კობახიძე ახალციხის მერმა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებით დააჯილდოვა. მათთან ერთად თელავში გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირში იასპარეზეს ახალციხის სპორტსკოლის ათლეტებმაც, რომლებმაც ჯგუფურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს.

შვიდს ათლეტს გიორგი კოპაძემ საჩუქრად 200–200 ლარი ჩაურიცხა. ქალაქის მერის განმარტებით, უნდა მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ამაში ხელი ადგილობრივმა თვითმმართველობამაც უნდა შეუწყოს.
გიორგი რეხვიაშვილის სახელობის ტურნირი თელავში ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას პროფესიონალი სპორტსმენები იღებენ. ქვეყნის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატს წელს პირველად ახალციხეც შეუერთდა.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 23/12/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე