”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეს გაზმომარაგება აღუდგა

gazi ახალციხის მოსახლეობას გაზმომარაგება აღუდგა. როგორც “მეცხრე არხთან” კომპანია “ინტერგაზის” დირექტორი განმარტავს, ქალაქში ბუნებრივი აირი დილიდან გაუშვეს და მოსახლეობას გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს ღამე დაახლოებით 20:30 საათზე ,,ფორდის” მარკის მიკროავტობუსი გაყვანილობას შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მილი დაზიანდა, უსაფრთხოების მიზნით კი მთელი ღამის განმავლობაში ბუნებრივი არი ქალაქში შეწყვეტილი იყო.

ბუნებრივი აირის გარეშე 5 000–ზე მეტი აბონენტი იყო დარჩენილი.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე