”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

,,რა? სად? როდის?”– უნივერსიტეტში ინტელექტუალური თამაში გაიმართა

ქალაქ ახალციხის მერიისა და სამცხე–ჯაავხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაში  ,,რა? სად? როდის?“ გაიმართა. შეჯიბრიში მონაწილეობა ოთხი  ფაკულტეტის ექვსმა ჯგუფმა მიიღო. ,,ფანტაზიას“, ,,ზაჰირს“, ,,შავ მარგალიტს“, ,,რაგულს“, ,,ლიდერებსა“ და ,,იქს ბოისს“ შორის დაახლოებით 2 საათის განმავლობაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

მონაწილე გუნდები  სხვადასხვა სფეროებიდან შერჩეულ კითხვებს პასუხობდნენ. პირველ ადგილზე, იურისტების გუნდი სახელწოდებით ,,შავი მარგალიტი“ გავიდა, ხოლო მეორეზე –,,ზაჰირი“. შეჯიბრება სახელწოდებით ,,რა? სად? როდის?“ ახალციხის მერიამ მიმდინარე წლის  შემოდგომის სეზონზე დაიწყო, იგი ჯერ საჯარო სკოლებში, შემდეგ კი უნივერსიტეტში გაიმართა. ოთხ კაციანმა ჟიურიმ, ქულების მიხედვით, ორი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა, მათ საჩუქრად წიგები გადაეცათ.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე