შალვა ბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამოაცხადა.
სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული.
ორი პოლიციელის მკვლელობაში, ორი მათგანის მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა– შენახვა– ტარებაში ბრალდებულის ადვოკატი შალვა აბულაძის ყველა ეპიზოდში გამართლებას მოითხოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ წინა სხდომებზე შალვა აბულაძემ ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძეს უნდობლობა გამოუცხადა. ბოლო პროცესზე, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართა, ყოფილი ადვოკატის მიერ გამოგზავნილი საბოლოო სიტყვა სახაზინო ადვოკატმა ტარიელ ბალაბანაშვილმა წაიკითხა.
შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 10 აპრილს, ბორჯომში, არდაგანის დასახლებაში დააკავეს.
You must be logged in to post a comment.