გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
სოფელ წაღვერსა და აწყურში გადამოწმების მიზნით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალებების ძარაზე განთავსებული იყო პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. მძღოლებმა სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარადგინეს.
აღნიშნული ავტომანქანები დალუქეს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე, ტყის ბუდეში უკანონოდ მოპოვებული 9 ცალი მრგვალი მორი აღმოაჩინეს.
სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.
ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, სამმართველოს თანამშრომლებმა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში უკანონოდ მოქმედი სახერხი საამქრო აღმოაჩინეს.
საამქროს დემონტაჟის შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში გადაიტანეს.
You must be logged in to post a comment.