”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ზურაბ ტაბიძე ადიგენის გამგეობას დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

ადიგენის მკვიდრი ზურბ ტაბიძე  მუნიციპალიტეტის გამგეობას  დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  იგი ირწმუნება, რომ გამგეობამ მას სოციალური პაკეტიდან, გულზე ოპერაციის ჩასატარებლად, თანხა შეგნებულად არ გამოუყო. მას ღირებულების 70% სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევით დაუფინანსდა, ხოლო ადიგენის გამგეობას მისთვის თანხის დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაერიცხა. ადგილობრივი ხელისუფლებიდან კი  პასუხი მიიღო, რომ სოციალური პაკეტისათვის  განსაზღვრული თანხა ამოწურული იყო და მას დახმარებას ვეღარ  გაუწევდნენ.

ტაბიძის მტკიცებით, ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე საათში გამგეობიდან დაურეკეს და განუმარტეს, რომ თანხა გამოჩნდა და შეეძლოთ მისთვის ჩაერიცხათ.

თუ რატომ ეთქვა ზურაბ ტაბიძეს  დაფინასებაზე, უარი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს განსხვავებული არგუმენტები აქვთ. გამგებლის მოადგილის თქმით,  ბიუჯეტში, სოციალური პაკეტისათვის 2015 წელს 110 000 ლარი იყო განსაზღვრული. ამ პერიოდის განმავლობაში იმ პირებს, რომელთაც ოპერაცია ჰქონდათ დაგეგმილი, გამგეობისაგან საგარანტიო წერილი გადაეცათ. პროცედურულად, აღნიშნულ დოკუმენტს ძალა ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა, ამიტომ ზურაბ ტაბიძის შემთხვევაში, თანხა ამოწურული და საგარანტიო წერილებიც  გაცემული იყო.

მიუხედავად ამისა ადიგენის მკვიდრი სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს, რომელიც საქმეს შეისწავლის.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე