”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ რეგიონის განვითარების გეგმა განიხილა

12360300_1736331729922247_3782553396466031663_n.jpg

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გაუძღვა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს წევრებს რეგიონის განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა მარინა გაჩეჩილაძემ წარუდგინა. პროექტი სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ხუთი სამუშაო ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტებიდან სავარაუდო ლიმიტების გათვალისწინებით 100 პროექტი შეირჩა, მათ შორის 2016 წელს 51, ხოლო 2017 წელს 49 პროექტი.

საკონსულტაციო საბჭომ, ასევე იმსჯელა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან 2016-2017 წლებში დასაფინანსებელი 373 პროექტის შესახებ, თუმცა აღინიშნა, რომ პროექტების რაოდენობა, შესაძლოა გაიზარდოს. საბჭოს წევრები გაეცნენ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი და რეგიონში ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დაგეგმილი პროექტების გეგმას.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის განვითარების სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმა, განსახილველად საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას წარედგინება.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 18/12/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე