ახალციხის მუიციპალიტეტის გამგეობამ, სტიქიით დაზარალებულ და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, სამშენებლო მასალები გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს აწყურის, ტყემლანის და თისელის მოსახლეობას შეხვდნენ მათ სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და თუნუქის ფურცელი გადასცეს.
81 ბენეფიციარისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 ათას ლარამდე გამოიყო. აქედან, 8 381 ლარით სამშენებლო მასალა სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის შეიძინეს, 20 ათას ლარამდე კი სოციალურად დაუცველებისთვის დაიხარჯა.
სამშენებლო მასალები მოსახლეობაში, მიმდინარე კვირაში დარიგდება.