ბორჯომში, ინფექციური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებულები, ხელისუფლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ. ადგილობრივი ხელისუფლება მათ დახმარებას ვერ ჰპირდება, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი ირწმუნება, რომ პრობლემით დაინტერესდება და ოჯახებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.