ახალციხის მერიამ 8 სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა. ამასთან დაკავშირებით, ქალაქის პირველი პირი დღეს სტიპენდიანტებს შეხვდა. იგი სტუდენტებს ახალგაზრდულ საკითხებზე დაგეგმილ ღონისძიებებზე ესაუბრა და მათი პოზიცია მოისმინა.
როგორც მერიაში განმარტავენ, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექვსი და კოლეჯ „ოპიზარის“ ორი სტუდენტი სტიპენდიას 100 ლარის ოდენობით აიღებენ. მათ მერიისგან თანხა ხუთი თვის განმავლობაში დაერიცხებათ.
გიორგი კოპაძე ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ამ გზით სტუდენტების წახალისება გაგრძელდება და ყოველი სემესტრის დასასრულს საუკეთესოებს მერიის სტიპენდია დაენიშნებათ.