”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომი საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტებს შორის დასახელდა

12378032_522428227934922_472169002296872950_o.jpgბორჯომის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ცხრა მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″ბორჯომის იმ ორ პროექტს მიენიჭა , რომელიც მოსახლეობის საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს.

საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანს დიმპლომი გადაეცა.

აღნიშნული ინიციატივების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ „ბორჯომი ინფო“-ს საშუალებით მოსახლეობისათვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სისტემა დაინერგა . 12362720_522428284601583_1154705964003599769_o.jpg

საფეხმავლო ტურიზმის განვითარების მიზნით კი ქალაქის ქუჩებსა და მის გარეუბანში საფეხმავლო ბილიკების მარკირება მოხდა.

ცხრა მონაწილე მუნიციპალიტეტიდან 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია თბილისში, “ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე