”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთში, ისტორიული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნიკოლოზ ანთიძემ მოინახულა

12068678_895596990518005_221014983133172728_o     საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე ძეგლებზე, 2015 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ეტაპობრივი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეაჯამა. იგი ვარძიას ეწვია და ძეგლზე განხორციელებული სამუშაოები მოინახულა. 2015 წელს, სამონასტრო კომპლექსზე ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები, რის შედეგადაც გამოვლინდა ორი ახალი იარუსი (ათი გამოქვაბული, აქედან ორი დარბაზული ტიპის და სამეურნეო დანიშნულების ოთახები), ჩატარდა კლდის გამაგრებითი სამუშაოები, ნაშალი ქვისგან გაიწმინდა სამრეკლოს და „საპატარძლოს“ მიმდებარე ტერიტორია.

12377618_895596897184681_4114283956314583216_oდამთვალიერებელთა უსაფრთხოების მიზნით, გაკეთდა ქვის დამჭერი ბადე, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დასრულდა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ (ლონდონის კურტოს ინსტიტუტი) ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლის მხატვრობის წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები. 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა მეტეო და სეისმო სადგურები, რომელიც 2015 წელს დამონტაჟდა და მიმდინარეობს მონაცემთა დამუშავება.

12365995_895601760517528_7522124549530612658_o

სამცხე – ჯავახეთის რეგიონში, ეტაპობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა ასევე თისელის ეკლესიაზე, საფარისა და შორეთის სამონასტრო კომპლექსებზე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე