”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა დაიწყო

nacnac.jpg“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ყრილობა ახალციხეში დაიწყო. სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ლიდერები: მიხეილ მაჭავარიანი, სერგო რატიანი და დავით დარჩიაშვილი  ჩამოვიდნენ. შეხვედრას, ასევე ესწრებიან რეგიონის მუნიციპალიტეტების დეპუტატები, რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები და წევრები.

ყრილობის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი დავით დარჩიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პარტიის ლიდერები ადგილობრივ მოსახლეობასთან ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ კრიზისზე, საკანონმდებლო ინიციატივებზე, რუსეთ–საქარველოს ურთიერთობებზე ისაუბრებენ და თავიანთ გეგმებს გააცნობენ.

დავით დარჩიაშვილის თქმით, რაონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების შეცვლა ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა საზოგადოების წინაზე პარტიის ახალი წევრები წარსდგენიან.

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მოსახლეობას მესხეთის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობაში ხვდებიან.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე